ინგრედიენტები
შაქარი - 350 გრ სიროფისთვის და 400 გრ ზეფირისთვის
წყალი - 150 მლ სიროფისთვის 250 მლ ზეფირისთვის
ჟელატინი - 25 გრ
სოდა - 1/4 ჩკ+1ჩკ წყალი
ლიმონის მჟავა - 2 გრ
მარილი 1/4 ჩკ
ამოსავლებად
სახამებელი - 0,5 ჭიქა
შაქრის პუდრი - 0,5 ჭიქა
მომზადების წესები
სიროფი: მდუღარე წყალში ჩაყარეთ შაქარი, მიიყვანეთ კვლავ ადურებამდე, ჩაამატეთ ლიმონის მჟავა, დააფარეთ თავი და დატოვეთ ნელ ცეცხლზე ნახევარი საატი.
შეაგრილეთ სიროფი, ჩაამატეთ წყალში გახსნილი სოდა და ადურეთ კიდევ რამოდენიმე წუთი.
გახსენით 0,5 ჭიქა წყალში ჟელატინი და დადგით 10-15 წუთი. დარჩენილ წყალს კი შეურიეთ სიროფი, შაქარი, მარილი, წამოადუღეთ და გააჩერეთ ცეცხლზე კვლავ რამოდენიმე წუთი.
წამოადუღეთ ჟელატინი და ათქვიფეთ მიქსერით, ნელ-ნელა ჩაამატეთ სიროფი, თანდათან მასა უნდა გახდეს თეთრი ღრუბელივით.
ყალიბს ჩააუფინეთ ფოლგა ან პერგამენტი, წაუსვით კარაქი და ჩაასხით შიგ მომზადებული მასა, დააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 6 საათი.
სამუშაო მაგიდას მოაყარეთ ერთმანეთში არეული შაქრის პუდრი და სახამებელი. გადმოიღეთ ზედ უკვე მზა ზეფირი და დაჭერით სასურველ ზომებზე.