ინგრედიენტები
ინგრედიენტები თეთრი ნაწილისთვის:
შაქარი - 150 გ
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
მარილი - მწიკვი
ფქვილი - 300 გ
წყალი - 200 მლ
ბანანი - 1 ცალი
ინგრედიენტები შოკოლადიანი მასისთვის:
შაქარი - 150 გ
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
მარილი - მწიკვი
კაკაოს ფხვნილი - 100 გ
წყალი - 200 გ
მომზადების წესები
აიღეთ ბანანი, ჩაჭყლიტეთ თასში და დაუმატეთ წყალი (ან ბანანის წვენი). ამის შემდეგ დაუმატეთ შაქარი,გამაფხვიერებელი,მწიკვი მარილი და ფქვილი - აურიეთ კარგად და გადადით შემდეგ ნაბიჯზე.
კაკაოს მასის მომზადებაც იგივენაირად ხდება, ოღონდ სხვა თასში.
მოამზადეთ საცხობი ფორმა და შეურიეთ ორივენაირი მასა.
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე ,შემდეგ კი აცხვეთ 40-45 წუთი.