ღვეზელი

ღვეზელი "პრინცესა" - მზადდება წუთებში, იჭმება წამებში!

ინგრედიენტები

მზა ფენოვანი ცომი - 500 გ

კვერცხი 1 - წასასმელად

გულსართისთვის:

მოხარშული ხორცი, ნებისმიერი

კვერცხი მოხარშული

გახეხილი ყველი

მოტკბო მდოგვი

არაჟანი

პაპრიკა

სასურველი სანელებლები

მომზადების წესები

გამლღვალი ფენოვანი ცომი გაშალეთ, დაჭერით 12 კვადრატად.

კექსების ფორმის ცენტრში მოათავსეთ კვადრატი, ჩაუჩხვლიტეთ ცომი ჩანგლით.

მოამზადეთ გულსართ:

დაჭერით მოხარშლი ხორცი წვრილად, დაუმტეთ გახეხილი კვერცხი, ტკბილი მდოგვი, ცოტაოდენი არაჟანი, პაპარიკა და სხვა სანელებლები გემოვნებით.

მოათავსეთ გულსართი თითოეულ კვადრატის ცენტრში, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.

ცომის კიდეებს წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.

აცხვეთ 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში.