ლავაშის სამკუთხედები - ამ ღვეზელების გულსართი სასიამოვნოდ გაგაოცებთ!

ლავაშის სამკუთხედები - ამ ღვეზელების გულსართი სასიამოვნოდ გაგაოცებთ!

გოგრის ლავაში - ეს ნამდვილი მხსენილია ნებისმიერი დიასახლისისთვის. ეს ორიგინალური სამკუთხედები უგემრიელესი ცხელი წასახემსებელია და უმარტივესად მზადდება.

ინგრედიენტები

თხელი ლავაში - 2 ფირფიტა

გოგრა - 200 გ

ხახვი - 1 თავი

ბუჟენინა - 100 გ

ნიორი - 3 კბილი

ხმელი ქონდარი - 1/4 ჩ/კ

პომიდორი 1 ცალი

გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 100 გ

არაჟანი - 3 ს/კ

კვერცხის გული - 1 ცალი, წასასმელად

მომზადების წესები

გოგრა გაფცქვენით, ამოაცალეთ თესლი, დაჭერით კუბიკებად. ხახვი დააქუცმაცეთ.

მოხრაკეთ ხახვი, დაუმატეთ დაჭეილი გოგრა, მოაყარეთ მარილი და ქონდარი. თუშეთ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ ბოსტნეულს ბუჟენინა და დაჭრილი ნიორი.

დაჭერით ლავაში 35X10 სმ-ის ზოლებად.

თითეულ ზოლს წაუსვით არაჟანი. კიდეზე მოათავსეთ წრეებად დაჭრილი პომიდვრის ერთი ნაჭერი, ზედ პომიდორზე კი 1 ს/კ გოგრის გულსართი და 1 მუჭა გახეხილი ყველი. შეუკეცეთ კიდეები და თან გადაკეცეთ, ისე, რომ მიიღოთ კონვერტი.

მიღებული კონვერტები გადაიტანეთ ლითონის ფირფიტაზე, წაუსვით კვერცხის გული და აცხვეთ 150 გრადუსზე დაახლოებით 7-10 წუთ.

შეგიძლიათ შეწვათ ტაფაზეც, ოღონდ რა თქმა უნდა, კერძი უფრო კალორიული გამოვა, რადგან ცხიმის დამატება მოგიწევთ.