სარფში 17 199 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

სარფში 17 199 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

11 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის გ.ა-ს, კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, გაზის ავზში, სპეციალირად მოწყობილ სამალავში, 1139 ცალი მაჯის საათი აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 17 199 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური