,,ჩემი მეუღლის თმის ფერი თუ არ მოგწონთ ბოდიში ქალბატონო ელიკო

,,ჩემი მეუღლის თმის ფერი თუ არ მოგწონთ ბოდიში ქალბატონო ელიკო

სიტყვიერი დაპირისპირება ვანო ზარდიაშვილსა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელ, ოლიკო შერმანდინს შორის, ვანო ზარდიაშვილის მეუღლის საქმიანობას მოჰყვა. ,,ეჭვი გეპარებათ ჩემი მეუღლის კომპეტენტურობაში…”

ოლიკო შერმადინის განმარტებით, ზარდიაშვილის მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომელმაც მოსამართლეების კანდიდატებზე ინფორმაცია უნდა მოაგროვოს და საბჭოს წარუდგინოს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ამ საკითხის გამო ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება და კითხვის ნიშნები ჩნდება.

ქალბატონ ოლიკოს რაიმე სახის პრობლემა აქვს ჩემი მეუღლის კეთილსინდისიერებასთან და კომპეტენტურობასთან დაკავშირებით? თვლის, რომ არაკომპეტენტურია? თქვენ ჩრდილს აყენებთ ჩემს მეუღლეს. ჩემი მეუღლე აფასებს მოსამართლეების კომპეტენტურობას, ტექნიკურად ავსებს ამ დოკუმენტაციას. გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის საბჭო და არა ჩემი მეუღლე. აი ეს არის ტიპური არასამთავრობოს სახე, როდესაც საჯარო მოხელესთან არ აქვთ არც კეთილსინდისიერების პრობლემა, არც კომპეტენტურობის პრობლემა და ჩვენ ამას საზოგადოებას ნეგატიურად ვაწოდებთ, აი ეს არის ჩვენი არასამთავრობოების სახე. ჩემი მეუღლის თმის ფერი თუ არ მოგწონთ ბოდიში ქალბატონო ელიკო. “,- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.