როგორ ხვდება მეგან მარკლი კრიტიკას? ჯორჯ კლუნის კიდევ ერთი განცხადება

როგორ ხვდება მეგან მარკლი კრიტიკას? ჯორჯ კლუნის კიდევ ერთი განცხადება

ჯორჯ და ამალ კლუნების ოჯახი ერთ-ერთია ვარსკვლავურ წყვილებს შორის, რომლებიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უახლოეს გარემოცვაში არიან. ისინი სასახლეს საპატიო სტუმრის სტატუსითაც ხშირად სტუმრობენ და საჯაროდ ცოლ-ქმარი აქ ბოლოს პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილის დღეს ვიხილეთ.

შესაბამისად, გასაკვირი არ არის რომ 57 წლის მსახიობს გულთან ახლოს მიაქვს თითოეული დრამა, რომელიც სამეფო ოჯახს ეხება, ბოლო დროს კი, უკვე მეორედ ალაპარაკდა მეგან მარკლის შესახებაც.

პირველად კლუნიმ ჰერცოგინია მაშინ დაიცვა, როცა მსოფლიო მედიამ ჰერცოგინიის მამისადმი გაგზავნილი წერილი ჩაიგდო ხელში და გაასაჯაროვა.

“მინდა ვთქვა, რომ ახლა შევიტყვე ამ ყველაფრის შესახებ. ისინი ყველგან დასდევენ მეგანს. ის 7 თვის ფეხმძიმეა და ზუსტად იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორშიც პრინცესა დიანა იყო. ისტორია მეორდება და ყველამ ვიცით როგორც დამთავრდა ეს ყველაფერი. ვერც კი გიხსნით რამდენად გამაღიზიანებელია ამ ყველაფრის გაანალიზება. იღებთ წერილს, რომელიც შვილმა მისწერა მამას და აქვეყნებთ ყველგან. ჩემი აზრით, ეს უსამართლობაა და სიმართლე რომ გითხრათ, გაკვირვებული ვარ ამ საქციელით,"- აღნიშნა მან.

რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობი Good Morning Britain-ში გამოჩნდა და გვერდი ვერ აუარა სამეფო ოჯახის შესახებ დასმულ შეკითხვებსაც.

"ზოგჯერ ეს ყველაფერი ძალიან უსამართლოა... ხშირად მინახავს, რომ მედია სრულიად უაზრო მიზეზის ან არაფრის გამო დაგიპირისპირდეს, ეს ყველაფერი უსაფუძვლოა, რადგან მეგანს არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა რომ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს. ის საკმაოდ ჭკვიანი, კეთილი და შეგნებული ქალბატონია, ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლია კრიტიკისადმი ყურადღების არიდებაა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის სწორი"

"ჰერცოგინია დიდი ხნის განმავლობაში მსახიობი იყო და საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც ხშირად ექცედა, ის ზრდასრული ქალია და იცის ამას (პრესის ზეწოლას) როგორ გაუმკლავდეს. მას უთანხმოება არ უყვარს და ყველაფერს მშვიდად აგვარებს. ჰარისა და მისი წყვილი კი ნამდვილად ყველაზე საყვარელი და მხიარულია," - აღნიშნა ვარსკვლავმა.