ეკოლოგიური კატასტროფები მოიმატებს, აპრილის ბოლომდე დედამიწა უარყოფით ენერგოველში იქნება

ეკოლოგიური კატასტროფები მოიმატებს, აპრილის ბოლომდე დედამიწა უარყოფით ენერგოველში იქნება

აპრილის ბოლომდე ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის დაძაბული და აგრესიული პერიოდი იქნება, ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა "იმედის“ დილის ეთერში განაცხადა.

"მნიშვნელოვანი კვირა გვაქვს. დედამიწა გადავიდა უარყოფით გეოპათოგენურ ზონაში. პრილის ბოლომდე დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ე.ი. ეკოლოგიური კატასტროფები მოიმატებს. განწყობა აგრესიულ -შემტევი იქნება. მზე გადადის აგრესიულ მარსიანულ ნიშანში.

განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს ხუთშაბათს, 21 მარტს. ეს საკრალური რიცხვია. იოცნებეთ და ჩამოაყალიბეთ, როგორ გინდათ, რომ ის განხორციელდეს. ამ დღეს იწყება საერთაშორისო ასტროლოგიური წელი. ძალიან ბევრ ისლამურ ქვეყანაში ახალი წელი აღინიშნა. გარდა ამისა, 21 მარტს სავსემთვარეობა იწყება, რაც ქალების აგრესიულობას კიდევ უფრო გაზრდის“, - აცხადებს ცაგარელი.

მისი თქმით, დედამიწის უარყოფითი ენერგოველი ყველა ზოდიაქოზე ზეგავლენას მოახდენს.

ვერძში მატულობს სულსწრაფობა. ყველაფერი ეჩქარებათ. ხელშეკრულებას ხელი არ მოაწეროთ, სანამ ყველა პუნქტს არ გაეცნობით. სულსწრაფობა შეიძლება, შეცდომის ტოლფასი გახდეს. დროსტარებასა და ფულის ხარჯვაში ზედმეტი არ მოგივიდეთ. ამას ზოგოიერთი კარგად გამოიყენებს, მაგრამ შიძლება, ნულზე დარჩეს.

კუროს ენერგოტონუსი კლებულობს. ამიტომ ფრთხილად იყავით. ზედმეტ პასუხიმგებლობას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ და სარისკო მოქმედებებს მოერიდეთ. კუროსადმი კრიტიკა მოიმატებს, ამიტომ გამოიყენეთ პრინციპი ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი.

ეს პრინციპი მნიშვნელოვანი იქნება ტყუპებისთვისაც. მათი ენერგოტონუსი მატულობს. უფრო აქტიური და კომუნიკაბელური ხდება. მაგრამ მასაც იგივე პრობლემა აქვს, რაც ვერძს. ისიც სულსწრაფია, ყველაფერი უნდა უცებ. გაორება და შინაგანი მერყეობა მასში მატულობს. უნდა 10 საქმე ერთდროულად გააკეთოს, მაგრამ ვერც ერთი ვერ მიყავს ბოლომდე. აქედან გამომდინარე,შეცდომებს უშვებს.

კირჩხიბებში პარტნიორული დაძაბულობის ტენდენცია მატულობს. მას უნდა რაღაც შეცვალოს. შეიძლება, შინაგანი იდეოლოგია, ცნობიერება შეეცვლოს, მაგრამ ჯერ კიდევ კარგად ჩამოყალიბებული არ არის. პარტნიორებს კი ამ დროს თავისი მოთხოვნილებები აქვს. ძველმა, შეუსრულებელმა ვალებულებებმა, შეიძლება თავი იჩინონ და ამან შეიძლება, დაძაბულობა გამოიწვიოს.

ამ პერიოდში ლომების ენერგოტონუსი მატულობს, მაგრამ პრობლემები შეიძლება, მათაც შეეხოთ. დიდია მათი მოტყუების ალბათობა. ძალიან მარტივად შეიძლება აყვეს დაპირებებს, რომელიც შეიძლება არ ასრულდეს. ამიტომ თავი არ მოიტყუოს.

ქალწულებს ძალიან უნდათ, რომ თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ და ამის სურვილი იმდენად დიდი აქვს, რომ ამის გამო კონფლიქტებში ხვდებიან. ამიტომ სახლშიც და სამსახურშიც თავშეკავება გმართებთ ქალწულებო. შეიძლება, მართალიც ხართ, მაგრამ ზედმეტი მტკიცებები საზოგადოების უარყოფით რეაქციას გამოიწვევს. წვრილმანებში ჩაძიებით პრობლემებს შეიქმნით.

სასწორებს კარგი პერიოდი აქვთ შემოქმედებითი კუთხით. პარტნიორულ ურთიერთობებში ძალიან კარგად შეიძლება ურთიერთობები ააწყოს, მაგრამ იმდენ საქმეს წამოიწყებს, რომ ეს მის ენერგიებს დაქსაქსავს. ამიტომ შეიძლება ვერც ერთი საქმე წინ ვერ წავიდეს.

განსაკუთრებული პრეტენზიები ექნებათ მორიელის მიმართ, რაც მას ძალიან გააღიზიანებს. პრეტენზიები მისი მხრიდან სარკასტრულ გამონათქვამებს გაზრდის. ამან შეიძლება პარტნიორულ ურთიერთობებში ხელი შეუშალოს.

მშვილდოსანი ინიციატივიანია, მაგრამ ვერძივით ტაშ-ფანდურის ხასიათზეა. უნდა ფულის ხარჯვა და მოგზაურობა. რესტორნების დახურვა და მეგობრების მოწვევა უნდა და არნახული საჩუქრების გაკეთება. გასაგებია, ეს ძალინ კარგია, მაგრამ დარჩება ნულზე და მერე დაიწყებს წუწუნს, სად წავიდა ჩემი ფულიო. აკონტროლეთ თქვენი ფინანსები.

თხის რქა ძალიან ერთგულია. სიტუაციას კარგად აკონტროლებს. მაგრამ გახსოვდეს, რომ ზურგს უკან ფარული მტრები, ჭორები და ინტრიგები თავს იჩენენ. ყველა მოინდომებს, რომ ის ჩუმჩუმად გააცუროს, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოს და ყურადღება არ მოადუნოს.

მერწყულებს ძველი ვალდებულებები შეახსენებენ თავს, ან შეუსრულებელი დაპირებები. მაგრამ მეგობრული კონტაქტების წყალობით შეიძლება ბევრი სასიკეთო რამ გააკეთოს.

თევზებმა შეიძლება თავიანთი შანსი გაუშვან, იმიტომ რომ ილუზიებში ვარდებიან და ზედმეტად ფანტაზიორობენ. შემოქმედებითი შესაძლებლობები ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ უინიციატივო პოზიციის დაკავება, წარუმატებლობის ფაქტორია.