მაია ასათიანის ფოტოს დიდი განხილვა მოჰყვა - ტელეწამყვანს კიდეც აკრიტიკებენ და კიდეც იცავენ

მაია ასათიანის ფოტოს დიდი განხილვა მოჰყვა - ტელეწამყვანს კიდეც აკრიტიკებენ და კიდეც იცავენ

თოქ შოუ "პროფილის" ფეისბუქგვერდზე მაია ასათიანის ფოტოს გამოქვეყნებას, რომელიც სიახლეებს აანონსებს შოუში, დიდი განხილვა მოჰყვა. ძალიან ბევრი აკრიტიკებს მაიას, მათი შეხედულებით, შეუფერებელი ფოტოს გამო. თუმცა ტელეწამყვანს დამცველი და მაქებარიც გამოუჩნდა და წარმატებები უსურვეს მასაც და მის გადაცემასაც. რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:

"ყველაზე მაგარი ქალია… ყველაზე მაგარი დედაა და მისაბაძი. დიდი ტკივილის მიღმა გავიღიმოთ – ასეთია ცხოვრება. რაც მეტად გვეტკინება, მეტად გავიღიმოთ".

"ძაძები რომ ეცვას და სახედახოკილი იყოს, ბედნიერები იქნებით, ხომ?".

"ბევრს გიხარიათ წაქცეული ქალი… მისნაირი ძლიერი ქალი ბევრია, რომელსაც გული ტკივილით აქვს სავსე და ხალხს ის ახარებს, წაქცეული და გულგახეთქილი. ამიტომაა ნათქვამი, მტერსაც უნდა გაუღიმო, რომ უარესად გაღიზიანდეს".