რულეტი

რულეტი "ესპანელი ქალის თვალი"

მომზადების დრო: 120 წუთი

ულუფა; 6

ინგრედიენტები

ხმელი პიტნა - 1 ჩ.კ

კვერცხი - 3

ხახვი - 2

ოხრახუში - 1 კონა

მაგარი ყველი, გახეხილი - 1/3 ჭიქა

საქონლის ან ცხვრის ფარში - 300 გ

საქონლის რბილი ხორცი - 700 გ

მარილი და პილპილი

დაფნის ფოთოლი - 1

როზმარინი - 1 ტოტი

სტაფილო - 1

ნიახურის ღერო - 1

პრასი - 1

მომზადების წესები

ხორცის ნაჭერი შუაზე ისე ჩავჭრათ რომ წიგნივით გადაიშალოს. დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი.

ფარშში დავამატოთ გახეხილი ყველი, დაჭრილი  1 თავი ხახვი, ოხრახუში, მშრალი პიტნა, მარილი და პილპილი.

ფარში დავადოთ ხორცის ნაჭერს, ზემოდან ჩავამწკრივოთ მოხარშული კვერცხები და მჭიდროდ გადავახვიოთ რულეტივით. დავაფიქსიროთ ძაფით და დავბრაწოთ ტაფაზე ყველა მხრიდან.

მოვუმზადოთ ბოსტნეულის ბულიონი: ამისთვის გამოვიყენოთ პრასი, ნიახურის ღერო, სტაფილო, დაფნის ფოთოლი, პილპილის მარცვლები, როზმარინის ტოტი და ხახვი.

მიღებული ბულიონი, ბოსტნეულთან ერთად დავასხათ რულეტს ტაფაზე, ისე რომ ნახევრამდე დაფაროს, დავახუროთ თავსახური და ძალიან დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ დაახლოებით 1 საათი. შემდეგ გამოვრთოთ ცეცხლი და ბულიონშივე გავაგრილოთ რულეტი. შემდეგ ოთახის ტემპერატურის რულეტი დავჭრათ და სუფრასთან მივიტანოთ ბოსტნეულის სალათასთან ერთად.