ხორცის ასორტი ბოსტნეულით

ხორცის ასორტი ბოსტნეულით

მომზადების დრო: 120 წუთი

ულუფა: 6

ინგრედიენტები

ცხარე წიწაკა - 1 ცალი

ქინძი, რეჰანი, ოხრახუში

ტკბილი წიწაკა, წითელი - 400 გ

ხახვი - 400 გ

პამიდორი - 600 გ

ბადრიჯანი - 600 გ

კარტოფილი - 1 კგ

საქონლის ხორცი - 900 გ

ღორის ხორცი - 300 გ

მარილი და პილპილი

ტომატ-პასტა - გემოვნებით

მომზადების წესები

ხორცი კუბებად დაჭერით და მობრაწეთ ტაფაზე ან ქვაბში. გადმოიღეთ ცალკე.

ბადრიჯანი დაჭერით, მოაფრქვიეთ მარილი და დატოვეთ 20 წუთი. შემდეგ გაწურეთ და მობრაწეთ იგივე ტაფაში სადაც ხორცი.

კარტოფილი მსხვილად დაჭერით, პამიდორს კი ჯერ კანი გააცალეთ, შემდეგ დაჭერით. ასევე დაჭერით ცხარე წიწაკა, ხახვი და მწვანილი.

ღრმა ქვაბში ან ტაფაში ფენებად ჩაალაგეთ ჯერ ხორცი, შემდეგ კარტოფილი, ხახვი, მწვანილი,  წიწაკა,  ბადრიჯანი და ბოლოს პამიდორი. ფენებს შუა მოაყარეთ მარილი და პილპილიც. 200-250 გ წყალში ან ბულიონში გააზავეთ ტომატ პასტა და მოასხით კერძს. დაახურეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე სანამ კარტოფილი და ხორცი არ მომზადდება (დაახლოებით 1-1.5 სთ).

მზა კერძს კიდევ მოაყარეთ ცოცხალი მწვანილი.