ზუგდიდი-ჯვარის ავტომაგისტრალზე პირველ მარტს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში, რეანიმაციაში გარდაიცვალა. მარტის დასაწყისში მომხარ საზარელ ავარიას ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე თენგიზ ნაზღაიძე და მისი დედა, შორენა ქალდანი ემსხვერპლნენ. ამ დრომდე სიკვდილს ებრძოდა ნაზღაიძის დეიდა, რომლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
დედა-შვილი სვანეთში დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ. როგორც "ნიუპოსტს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და "მერსედესის" მარკის ჯიპი მანქანა შეეჯახა.