ხორცის ფარშის კექსი

ხორცის ფარშის კექსი

ინგრედიენტები

საქონლის ან შერეული ფარში - 1 კგ

ბეკონის ფირფიტები - 300 გრ

ყველი ფეტა - 100 გრ

კვერცხი - 2 ცალი

ხახვი - 1 თავი

საფანელი - 4 ს/კ

ნიორი - 2-3 კბილი

მდოგვი - 2 ჩკ

მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით

მომზადების წესები

წვრილად  დაჭრილი  ხახვი  მოვხრაკოთ  ზეთში,  მოვათავსოთ  ჯამში  ხორცის  ფარშთან  ერთად,  ვუყოთ  დაჭყლეტილი  ნიორი,  კვერცხი,  საფანელი,  მდოგვი,  კუბიკებად  დაჭრილი  ყველი,  შევკაზმოთ  მარილით  და  შავი  წიწაკით,  შევურიოთ  ყველაფერი  ერთმანეთს  კარგად  და  დავდგათ.

საცხობ ფორმას  წავუსვათ  ცხიმი (სასურველია, გამოიყენოთ  კექსის  ფორმა),  ერთმანეთთან  მჭიდროდ  ჩავაფინოთ  ბეკონის  ნაჭრები,  ჩავდოთ  მომზადებული  ფარში  და  ლამაზად  შემოვუკეცოთ  ბეკონის  ნაჭრები.  შევდგათ  180  გრადუსსზე  გახურებულ ღუმელში  და  გამოვაცხოთ  დაახლოებით  50  წუთი.