სახელდახელო ხაჭაპური ცომის გარეშე... ტაფაზე!

სახელდახელო ხაჭაპური ცომის გარეშე... ტაფაზე!

ინგრედიენტები

გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 200 გ

კვერცხი 2 ცალი

კამა - 1 კონა

ფქვილი - 2 ს/კ

არაჟანი - 200 გ

მარილი - გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები

ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ არაჟანი და ფქვილი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

დაუმატეთ გახეხილი ყველი, წმინდად დაჭრილი კამა, მარილი და აურიეთ.

გაახურეთ ტაფა, დაასხით ცოტაოდენი ზეთი, ჩაასხით მიღებული მასა და შეწვით საშუალო ცეცხლზე 7-8 წუთის განმავლობაში ორივე მხარეს. გადააბრუნეთ ფრთხილად.