მომზადების დრო; 15 წუთი
ულუფა: 12
ინგრედიენტები
ფქვილი - 450 გ
შაქარი - 50 გ
კარაქი - ცივი, 100 გ
რძე - უცხიმო, 200 მლ
კვერცხი - 3 ცალი
ქიშმიში - 100 გ
ნებისმიერი ხილის ჯემი - ან მურაბა გემოვნებით
ათქვეფილი ნაღები - გემოვნებით
მომზადების წესები
კარაქი დაჭერით კუბიკებად. გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე, ფირფიტას მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი.
სამზარეულოს კომბაინში აურიეთ ფქვილი, კარაქი და შაქარი. უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა.
გადაიტანეთ ჯამში და შეურიეთ ქიშმიში.
ჯამში ათქვიფეთ ხელის ზამბარით 2 კვერცხი და რძე, მიღებული მასა დაუმატეთ ცომს. აკეპეთ დანით. შემდეგ ხელით გააკეთეთ გუნდა.
გადაიტანეთ ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე და გააბრტყელეთ 2,5 სმ სისქის ფირფიტად.
5 სმ დიამეტრის მქონე რელიეფური ფორმით ამოჭერით წრეები და გადაიტანეთ ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტაზე.
ათქვიფეთ დარჩენილი კვერცხი და წაუსვით ცომის ნაჭრებს.
აცხვეთ სკონები 10-12 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი არ დაიბრაწება.
შემდეგ გადაიტანეთ ცხაურზე და გააცივეთ.
სუფრასთან მიიტანეთ მურაბასთან და ათქვეფილ ნაღებთან ერთად.