ასე მომზადებული წიწიბურა ჯერ არ გაგისინჯავთ! სცადეთ

ასე მომზადებული წიწიბურა ჯერ არ გაგისინჯავთ! სცადეთ

ინგრედიენტები

წიწიბურა - 150 გ

საქონლის ხორცის ფარში - 250-300 გ

ხახვი - 1 თავი

ტომატპასტა - 2 ს/კ

ნიორი - 2 კბილი

სტაფილო - 1 ცალი

ზეთი - 2-3 ს/კ

მომზადების წესები

გარეცხეთ წიწიბურა, მოხალეთ ცხიმწასმულ ტაფაზე.

მოხრაკეთ დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ საქონლის ფარში და მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო. შუშეთ, სანამ ხორცი არ მომზადდება. დაუმატეთ ტომატპასტა და ცოტა ხანს კიდევ გააჩერეთ ცეცხლზე.

მოშუშულ ხორცის ფარშს დააყარეთ წიწიბურა, დაასხით ადუღებული წყალი ისე, რომ წყალმა მასა ოდნავ დაფაროს. მოაყარეთ მარილი და ხარშეთ თავდახურულ ჭურჭელში დაბალ ცეცხლზე. მომზადებულ კერძს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. შეგიძლიათ მოაყაროთ პილპილიც გემოვნებით.