შეყვარებულების აგენტი და პარლამენტარი ემზარ კვიციანი, ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური პერსონა გახდა.
შემთხვევით ჩართულმა ლაივმა მას ისეთი რეიტინგი მოუტანა, რაც მის არცერთ პოლიტიკურ გამოსვლას არ მოყოლია.
სანამ ემზარ კვიციანის მიერ, დაარსებულ შეყვარებულების ფონდში იმდენი თანხა ჩაირიცხება, რომ პარლამენტარმა ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემა გადაჭრას და ოჯახები შეიქმნას, მანამდე მის ოჯახში მატებაა. მისი ვაჟი იესო კვიციანი მამა გახდა.
იესომ ახალდაბადებული შვილის ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. როგორც გაირკვა, პატარას მშობლებმა ალექსანდრე დაარქვეს.
იესო კვიციანი თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც მისი უჩვეულო სახლით არის განპირობებული.
ემზარ კვიციანის ვაჟი მოკრივე არის და სპორტში მიღწევებიც აქვს.