სუჯუხი - უმად გამოყვანილი, გემრიელი ძეხვი

სუჯუხი - უმად გამოყვანილი, გემრიელი ძეხვი

ინგრედიენტები

წითელი პილპილი

მუსკატის კაკალი

ქონდარი

სურნელოვანი პილპილი

სვანური მარილი

პაპრიკა

პილპილი

საქონლის ან ღორის რბილი ხორცი

მომზადების წესები

ხორცი მსხვილ ბადეში გავატაროთ ან დანით დავკეპოთ წვრილად. გემოვნებით დავამატოთ სანელებლები, მარილი, შაქარი. დავასხათ ღვინო ან კონიაკი, ოღონდ ძალიან არ გავათხელოთ ფარში. დავდგათ მაცივარში 24 საათი.

შემდეგ გავამზადოთ ნაწლავები, კარგად გავრეცხოთ და ამოვავსოთ ხორცით. დავალაგოთ გაფაზე, ზემოდან მეორე დაფადავადოთ, შემდეგ კი სიმძიმე დავაწოლოთ. დავდგათ აივანზე, სიცივეში 1 დღე-ღამე. შემდეგ გადმოვაბრუნოთ, სიმძიმე დავუტოვოთ და კიდევ 1 დღე-ღამე დავტოვოთ.

შემდეგ ძეხვები გავკიდოთ აივანზე, ორპირში და გამოვაშროთ 15-20 დღე. დაახლოებით +1 - +5 გრადუსი უნდა იყოს. თუ მეტისმეტად ცივა და ძეხვები არ შრება, სახლში შემოვიტანოთ - აქ უფრო ნაკლებ დროში გამოშრება.