როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კერძი პიურეთი და ქათმის ხორცით?

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კერძი პიურეთი და ქათმის ხორცით?

ინგრედიენტები

კარტოფილის პიურე - 350 გ

ქათმის გულ-მკერდი ან ფილე - 1 ნაჭერი

ხახვი - 1 ცალი

სოკო - 200 გ

ყველი - 100 გ

ფქვილი - 100 გ

კვერცხი - 1 ცალი

მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

ტაფაზე შეწვით ხახვი, უმჯობესია მცენარეული ზეთით.

ქათმის ხორცი ( გულ-მკერდი ან ფილე ) დაჭერით კუბებად ( შეიძლება ჩანაცვლდეს ნებისმიერი ხორცით). ხორცს მარილი მოაყარეთ, როცა თეთრი შეფერილობა მიეცემა,შემდეგ კი დაუმატეთ ხახვი.

დაჭერით სოკო ბრტყელ ნაჭრებად და შეწვით.

აურიეთ პიურე, ფქვილი და კვერცხი - საბოლოოდ მიიღებთ სქელ მასას.

საცხობ ფორმაში ( 20 დიამეტრის) ჩაუფინეთ ფერგამენტის ქაღალდი. მოათავსეთ პიურე მთელ ზედაპირზე, ხოლო შუაში ხორცი და სოკო.

შედეთ ღუმელში და ოდნავ რომ დაიბრაწება გამოიღეთ და მოაყარეთ სქლად გახეხილი ყველი. ისევ შედგით 10 წუთით...

ღუმელიდან გამოღების შემდეგ შეგიძლიათ მოაყაროთ რომელიმე მწვანილი.

მაშ ასე, უგემრიელესი კერძი მზადაა - გემრიელად მიირთვით!