49 წლის ჯენიფერ ლოპესი მეოთხედ თხოვდება

49 წლის ჯენიფერ ლოპესი მეოთხედ თხოვდება

ცნობილი მსახიობი და მომღერალი ჯენიფერ ლოპესმა მეოთხედ თხოვდება.

ცოლად ამერიკელ ბეისბოლისტს ალექს როდრიგესს მიჰყვება. ჯენიფერ ლოპესმა ნიშნობის ბეჭდით ფოტო ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა.

ქორწილის თარიღი წყვილს ჯერჯერობით არ დაუსახელებია. მომღერალი და ყოფილი სპორტსმენი 14 წელია იცნობენ ერთმანეთს, თუმცა შეხვედრები მხოლოდ ორი წლის წინ დაიწყეს. ორივე მათგანს ორ-ორი შვილი ჰყავს.