"პუტინი" კანადურად – ტრადიციული კერძი

დიახ, ასე ქვია კანადურ ნაციონალურ კერძს და თურმე ის ძალიან პოპულარულია იქაურ Mcdonald’s-ში, Burger King-სა და KFC-ში.

და მიუხედავად მისი ბევრისთვის არასასიამოვნო სახელწოდებისა, ის ძალიან გემრიელია.

ინგრედიენტები

ქათმის ბარკლები - 4-5 ცალი

კარტოფილი - 6-7 ცალი

მდნარი ყველი

ქათმის ბულიონი - 0,5 ლ

ფქვილი - 2-3 ს/კ

მარილი და პილპილი

ზეთი

მომზადების წესები

პირველ რიგში წინასწარ მოამზადეთ კარტოფილი. გაფცქვენით, დაჭერით ჩხირებად და ჩაალბეთ 2 საათით ცივ წყალში.

ქათმის ბარკლები სოუსითვის გვჭირდება!

გარეცხეთ ისინი გამდინარე წყალში, მოაცალეთ კანი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.

დააწყვეთ ღრმა ჟარონაზე ბარკლები და შედგით ღუმელში 40 წუთით.

ფორმას ნუ ჩაუფენთ პერგამენტს, რადგან დაგვჭირდება ბარკლებისგან გამოყოფილი წვენი.

იმისათვის, რომ მეტი წვენი მიიღოთ, შეწვისას, პერიოდულად ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ ბარკლები.

შემდეგ მიიყვანეთ ბარკლები ბოლომდე შეწვამდე და გამოიღეთ ღუმელიდან. გააგრილეთ.

ქათმის შეწვისას დარჩენილი წვენი გადაიტანეთ ქვაბში, დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. როცა ადუღედება, ჩაუმატეთ ცოტაოდენო ქათმის ბულიონი და ჩაყარეთ ფქვილი, თან გამუდმებით ურიეთ. რამდენიმე წუთში დაუმატეთ კიდევ ცოტა ბულიონი, როცა ადუღდება - კიდევ და ასე ნელ-ნელა ჩაასხით მთელი ბულიონი.

დაუკელით ცეცხლს მინუმუმამდე და მიიყვანეთ სოუსი საშუალო სისქის კონსისტენციამდე. ამისათვის დაახლოებით 10 წუთი დაგჭირდებათ.

გააცალეთ ქათმის ხორცი ძვლებს და დაძენძეთ... ჩაყარეთ სოუსში.

დაგვრჩა მხოლოდ კარტოფილი ფრის შეწვა. თუკი არ გაქვთ ფრიტიური, შეწვით ღრმა ტაფასა და ბევრ ზეთში. კარტოფილი შეწვამდე გაამშრალეთ. ჯერ 1-2 წუთი შეწვით 160 გრადუს ტემპერატურაზე, შემდეგ კი 190 გრადუსზე იქამდე, სანამ არ დაიბრაწება. ასე კარტოფილი გარედან ხრაშუნა იქნება და შიგნიდან კი - რბილი.

ყველაფერი მზად არის!

კარტოფილი გადმოიღეთ თეფშზე, ზემოდან დაადეთ მდნარი ყველი, ხოლო სულ ზემოდან – სოუსი.

"პუტინს" ძალიან უხდება ღია ან გაუფილტრავი ლუდი.