ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 2 ნაჭერი
ცხიმიანი ნაღები ან არაჟანი - 1 ჭიქა
კარაქი - 30 გ
ოხრახუში და კამა - რამდენიმე ღერი
ხახვი - 1 თავი
ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ცხელ ტაფაზე გაადნეთ კარაქი და მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ დაჭრილი ქათმის ფილე და ხრაკეთ 3-5 წუთის განმავლობაში.
დაუმატეთ ჩხირებად დაჭრილი წიწაკა, მარილი და პილპილი და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 2-3 წუთი.
მოასხით ნაღები და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.