"როგორც ბიზნესშია ჩხარტიშვილის სინდრომი, ისე არის სასამართლოში ჩინჩალაძის სინდრომი", - განაცხადა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.
„როგორც ბიზნესშია ჩხარტიშვილის სინდრომი, ისე არის სასამართლოში ჩინჩალაძის სინდრომი. ეს სინდრომი პოზიტიური არ არის, ნეგატიური სინდრომია. ზუსტად ეს არის ჩინჩალაძის სინდრომი სასამართლოში - ყველა დავალების შესრულება, კანონზე, სინდისზე, მორალზე, ადამიანობაზე, წესიერებაზე გადაბიჯება... ჩხარტიშვილმა სასამართლოში მიჩივლა 2014 თუ 2015 წლებში. მე ჩემი დამოკიდებულება როგორ დეპუტატს, ისე კი არ შემიქმნია, ჩემი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა ჩემი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.
მე ახლაც ვთვლი, რომ ის ბადრი პატარკაციშვილს ძალიან ცუდად მოექცა, როდესაც ის ამქვეყნად აღარ იყო. მე ახლაც მიმაჩნია, რომ მის ოჯახთან მიმართებაში ძალიან ცუდად მოიქცა. მგონია, რომ მოროდიორობა ჰქვია, როდესაც ასე იქცევი, როცა ადამიანი ცოცხალი არ არის. მაშინ არც ბატონ ბიძინას ვიცნობდი, არც დეპუტატი ვიყავი. ჩვენ გვიჩივლა პატივისა და ღირსების შელახვისთვის და სასამართლო დავა ჩვენ მოვიგეთ. როდესაც არ ცხადდება მეორე მხარე - ავტომატურად აგებ, ასეთი პროცედურაა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.