"თიბისი ბანკის" საქმე ოპერაციების საკითხს გასცდა- აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი. გიორგი ქადაგიძე საქმის მაქსიმალური საჯაროობის აუცილებლობაზე საუბრობს.
"მაინტერესებს, რაზეა საუბარი. მოგეხსენებათ, 11 წლის წინანდელია, 22 წლის, თუ შარშანდელი, რა ხდება მთელი ამ ტრანზაქციების ირგვლივ, ბუნდოვანებით არის მოცული. განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა დამფუძნებელი პარტნიორები აკეთებენ განცხადებას, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ადგილი აქვს ორკესტრირებულ პოლიტიკურ შეტევას. ამიტომ ამ კონტექსტში და ამ პრიზმაში, საკითხი არის გაცილებით უფრო ფართო, გაცილებით უფრო საჯარო, ვიდრე კონკრეტული ტრანზაქცია განხორციელებული პროცედურების დარღვევით, თუ პროცედურების დაცვით. გაცილებით დიდი მასშტაბის საქმესთან გვაქვს საქმე და გაცდა ეს საკითხი ამ ოპერაციების საკითხს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მაქსიმალური საჯაროობა", - განაცხადა ქადაგიძემ.