ინგრედიენტები
მცენარეული მარგარინი – 200 გ
შაქრის ფხვნილი – 2 ჩაის ჭიქა
პურის ფქვილი – 3-3,5 ჩაის ჭიქა
წყალი – 2 ჩაის ჭიქა
სოდა – 2 ჩაის კოვზი, +ძმარი
მარილი – 0,5 ჩაის კოვზი
შაქრის პუდრა – მოსაყრელად
ვანილი
გულსართი
ვაშლი - 1 კგ
შაქარი - 150 გრ
დარიჩინი - 1 ჩკ
მომზადების წესები
200 გ. დარბილებულ მარგარინს დააყარეთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ნელთბილი წყალი, შეურიეთ 2 ჩაის კოვზი (ძმარში გახსნილი) სოდა, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, ვანილი გემოვნებით, დააყარეთ 3-3,5 ჩაის ჭიქა ფქვილი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. გამზადებული ცომი გაყავით სამ ნაწილად (2 დიდი, 1 პატარა).
ავიღოთ თხელ კანიანი ვაშლი, გავრეცხოთ კარგად და დავჭრათ მოდიდო ნაჭრებად.
ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტას მოაყარეთ ფქვილი და ზედ მოათავსეთ ცომის ერთი ნაწილი, გაასწორეთ თანაბრად, დალაგეთ ზედ ვაშლის ნაჭრები და მოვაყაროთ შაქარი და დარიჩინი. დააფარეთ ცომის მეორე ნაწილი. შემდეგ ისევ ვაშლები დაალაგეთ და დარიჩინიანი შაქარი მოაყარეთ. მესამე პატარა გუნდა გააბრტყელეთ, დაჭერით ზოლებად და დააფარეთ ზემოდან ჯვარედინად. შედგით ღუმელში საშუალო ტემპტერატურაზე. გამოცხობის შემდეგ მოაყარეთ შაქრის პუდრა. აცალეთ გაგრილება და დაჭერით.