მომზადების დრო: 2 წუთი
ულუფა: 2
ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 1 ცალი
დიჟონის მდოგვი - ან საშუალო სიცხარის მდოგვი 2 ს/კ
ზეთი - 1 ს/კ
მარილი
სალათისთვის:
პეკინური კომბოსტო - ან ახალი კომბოსტოს 3-4 ფურცელი
ტკბილი წიწაკა, წითელი - 1 ცალი
ხახვი - 1 თავი
რეჰანი - 1 კონა
ქინძი - 1 კონა
სოიოს სოუსი - 1 ს/კ
ვაშლის ძმარი
დაფქვილი წითელი წიწაკა
მომზადების წესები
ქათმის ფილეს მოვაყაროთ მარილი, წავუსვათ ზეთი და მდოგვი, მოვათავსოთ მაცივარში 2 საათით, შემდეგ შევდოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და შევბრაწოთ.
სანამ ქათამი შეიწვება, მოვამზადოთ სალათა – დავჭრათ კომბოსტო, მწვანილი და წიწაკა. სოიის სოუსი, ძმარი და წიწაკა ავურიოთ.
დაჭრილ ინგრედიენტებს მოვასხათ სოუსი და სუფრაზე დაჭრილ ქათმის ხორცთან ერთად მივიტანოთ.