ინგრედიენტები
კვერცხი - 5 ცალი
შაქარი - 100 გრ
კარაქი - 100 გრ
შავი შოკოლადი - 1 ფილა
კაკაო - 3 სკ
კონიაკი - 2 სკ
თხილი ან ნიგოზი - 200 გრ
მომზადების წესები
გავადნოთ შოკოლადი კარაქთან ერთად, ჩავუმატოთ კონიაკი და წამოდუღებისთანავე გამოვრთოთ.
5 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ სანამ ღრუბელივით მასას არ მივიღებთ, ნელ-ნელა ჩავაყაროთ 50 გრ შაქარი.
5 კვერცხის გული ამოვიყვანოთ კარგად 50 გრ შაქართან ერთად, ჩავაყაროთ კაკაო. შევურიოთ გამდნარ შოკოლადს, შემდეგ კი ამოყვანილ კვერცხის ცილას.
გაანაწილეთ ჭიქებში, მოაყარეთ თავზე დაჭრილი თხილი ან ნიგოზი და შედგით საყინულეში.