„აქ არის ხელისუფლების გარკვეული პირების და ხაზარაძე-ჯაფარიძის დაპირისპირება რაღაც ინტერესების გამო“

„აქ არის ხელისუფლების გარკვეული პირების და ხაზარაძე-ჯაფარიძის დაპირისპირება რაღაც ინტერესების გამო“

ეკონომიკური ექსპერტის, დემურ გიორხელიძის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს ხაზარაძე დამნაშავეა თუ არა, მაგრამ თუკი ზეწოლის და შანტაჟის ფაქტი დადასტურდება, ასეთ შემთხვევაში შს მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ცალსახად უნდა დაემშვიდობონ თანამდებობას. ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, თუ ხაზარაძის განცხადებები სიმართლეს შეესაბამება, ეს ცუდად აისახება საქართველოს ხელისუფლების იმიჯზე.

for.ge დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის შემცველი წერილი მიიღო შს მინისტრისგან - გიორგი გახარია ემუქრებოდა, რომ მათ რეპუტაციას დაანგრევდა ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ხაზარაძე ამბობს, რომ გახარია მას რაღაცის შესრულებას სთხოვდა. გარდა ამისა, აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აშანტაჟებდა. მართალია, მმართველ გუნდში ხაზარაძის გულწრფელობის არ სჯერათ, მაგრამ როდესაც ქვეყნის უმსხვილესი ბანკის დამფუძნებელი აკეთებს ასეთი სახის უპრეცედენტოდ სკანდალურ განცხადებას, რა განვითარება შეიძლება ამას მოჰყვეს?

დემურ გიორხელიძე: როდესაც არსებობს წერილი და ამავე დროს არსებობს განაცხადი, ასეთ რამეს ჰაერზე თუ მოიგონებ, ალბათ, ცუდად დამთავრდება მომგონებლისთვის. თუ რეალობაა ის, რასაც ხაზარაძე აცხადებს, მაშინ გახარიასაც და ეროვნული ბანკის თავმჯდომარესაც, როგორი დამნაშავეც არ უნდა გამოვიდეს მამუკა ხაზარაძე, ნორმალურ ქვეყანაში თანამდებობიდან გადადგომა გარანტირებული აქვთ, მაგრამ ჩვენ კითხვის ნიშანი გვაქვს, ვართ კი ნორმალური ქვეყანა?

აქ მნიშვნელობა არ აქვს, ხაზარაძე არის თუ არა დამნაშავე, თუ ზეწოლის და შანტაჟის ფაქტი დადასტურდება, მაშინ ბატონი გახარია და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ცალსახად უნდა დაემშვიდობონ თანამდებობას. ერთია, როდესაც შენ კანონის ფარგლებში ახორციელებ ძალადობრივ ქმედებას, რომლის ლეგიტიმაცია მხოლოდ ხელისუფლებას აქვს, მეორეა, როცა შენ შეგიძლია განაცხადო, თუ არ დათმობს, ასეთ შემთხვევაში ბანკს გაანადგურებ - ეს კატასტროფული განცხადებებია.

გახარია ამბობს, რომთიბისი ბანკისთემაზე კომუნიკაცია არავისთან ჰქონია და ხაზარაძის განცხადება იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების. მაგრამ მეორე მხრივ ძნელია ეჭვის ქვეშ დააყენო ხაზარაძის ბრალდებები, რომელიც საკმაოდ მომთხოვნია ხელისუფლების და პროკურატურის მიმართ. ხაზარაძის განცხადება უნდა გახდეს გახარიას და გვენეტაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საფუძველი?

– თუ ხაზარაძის განცხადებები ძალიან ზუსტად შეესაბამება სიმართლეს, ეს არის ფაქტიურად პირდაპირი ძალადობა. ანუ, ხელისუფლების ხელში ძალაუფლების უკანონო გამოყენება, რასაც არ შეიძლება კარგი შეფასება მოჰყვეს ჩვენი მეგობარ ქვეყნებშიც კი. ამიტომ კიდევ გეუბნებით, ერთია კონკრეტული დანაშაული, რომელიც ჯერ გამოძიებით უნდა დადასტურდეს და ბატონ ხაზარაძეს თუ დანაშაული მიუძღვის, დაისჯება. მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ამართლებს ხელისუფლების წარმომადგენლებს.

თუ ხაზარაძის განცხადება დადასტურდა, ეს ცუდად აისახება საქართველოს ხელისუფლების იმიჯზე. ერთია კონკრეტული დანაშაული და ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელზეც ვერავინ ხმას ვერ ამოიღებს და მეორეა რაც იმ წერილში და განცხადებებშია ნათქვამი. ფაქტიურად, ეს არის გარკვეული მიზნებით არსებული ძალაუფლების კანონგარეშე გამოყენება.

როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში გახარია დამოუკიდებლად მოქმედებდა, შეიძლება ითქვას, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, ამის უკანდგეს ივანიშვილის ინტერესები და კერძოდ - ანაკლიის პორტი?

– ვერ გეტყვით ვინ ვის უკან დგას, მაგრამ შს მინისტრის ეს განცხადება არანაირ ჩარჩოში არ ჯდება და, რა თქმა უნდა, მან პასუხი უნდა აგოს ამისთვის. გვულისხმობ იმას, რომ უპირობოდ უნდა დატოვოს თანამდებობა და ამაში ორი აზრი არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისულებას სერიოზული იმიჯური დარტყმა ექნება. ამით შეიძლება გამართლდეს ის ინფორმაცია, რომ გახარია დამოუკიდებლად მოქმედებს. ჩვენი პროკურატურა რას გამოიძიებს და არის თუ არა რაიმეს გამომძიებელი, ეს სხვა თემა და სხვა უბედურებაა საქართველოში, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვუყურებთ. ამიტომ პროკურატურის იმედად ყოფნა, ძალიან ძნელია.

ვერ გეტყვით, საიდან რა მოდის, მაგრამ ერთ რამ ვიცი, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ. ეს არის მისი ყველაზე დიდი შეცდომა.

ხაზარაძე არის კერძო პირი, თუკი მთავრობას და ეროვნულ ბანკს მომსახურე სერვის ცენტრად გაიხდიდა, ამას მსოფლიოში ყველა გააკეთებდა. უბარლოდ, მსოფლიოში ხელისუფლება არც ერთ კერძო პირს ამის უფლებას არ მისცემდა, ჩვენთან მიეცა ამის საშუალება. ამიტომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ხაზარაძეს არანაირი ბრალი არ მიუძღვის. ეს იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, რომელიც, ფაქტობრივად, ანაკლიის სატრანსპორტო კვანძის ბრწყინვალე პროექტის საპირისპიროდ გააკეთეს, იმ პროექტის, რომელიც ქართველი სპეციალისტის მიერ არის დამუშავებული და მთელს მსოფლიოში ცნობილია. მათ შორის ივანიშვილმაც, კვირიკაშვილმაც და ყველამ შესანიშნავად იცოდა ეს, მაგრამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს არ შეესაბამება. ამიტომ აქ ბრალეულობა ხაზარაძეს არ მიუძღვის, აქ ბრალეულობა მიუძღვის საქართველოს მთავრობას, ვინც ამ სფეროში გადაწყვეტილებებს იღებდა.

ხაზარაძემ ისაუბრა კიბერდანაშაულზეც, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით არ გამოიძია შს სამინისტრომ, ეს ფაქტიც ადასტურებს, რომთიბისი ბანკისგარშემო განვითარებული მოვლენები იყო კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი?

– საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას, სხვანაირად პროკურატურის იმედზე ვერ ვიქნებით. აქ „თიბისი ბანკის“ პრობლემა არ დგას, ბანკი როგორც იყო, თავისი კლიენტებით და მეანაბრეებით არა მგონია რაიმე საფრთხის წინაშე იდგეს. როგორც ჩანს, აქ არის ხელისუფლების გარკვეული პირების, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის დაპირისპირება, რაღაც ინტერესების გამო. დაპირისპირება, როგორც წესი, ხდება ან ძალაუფლების, ან ფულის გამო, სხვა რამისთვს ამ სახის დაპირისპირება არ ხდება. ახლა მთავრობის ინტერესებშია საკითხის გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ძალიან ცუდი მიბმები შეიძლება მოჰყვეს და ამან შეიძლება პოლიტიკურ შედეგამდე მიგვიყვანოს.

პოლიტიკურ შედეგებში რას გულისხმობთ?

– თუ ეს ფაქტი დადასტურდება, ასეთ შემთხვევაში მთავრობის გადადგომა უბრალოდ გარდაუვალია. ამას ძალიან ცუდი მიბმა ექნება და არ გამოვრიცხავ, რომ კრიზისში გადაიზარდოს.

რაც შეეხება გახარიას, არსებული ინფორმაციით გახარია პრემიერობისთვის ემზადება, მეორე ვერსიით გახარია დამოუკიდებლად მოქმედებს, გადაწყვეტილებას არ უთანხმებს პრემიერმინისტრს და კონსულტაციებს პარტიის თავმჯდომარესთან გადის. როგორ ფიქრობთ, ხაზარაძის შემთხვევაში დამოუკიდებლად მოქმედებდა გახარია?

– ჩემს შეფასებებში არასდროს ვარაუდი არ არის. არ ვიცი ფაქტი რა იყო, მაგრამ სახეზეა ძალიან ცუდი ფაქტი. რაც შეეხება ბატონ გახარიას „ძლევამოსილებას“ ეს ისეთივე „ძლევამოსილმა“ ხალხმა შეუქმნა, როგორი „ძლევამოსილიც“ თვითონ არის. ასე რომ, ეს არის მთლიანად გარკვეული ჯგუფის მიერ შექმილი მითი და ეს მითი ინგრევა ძალიან ცუდი ფონით. 9 წელია უკვე მითები იქმნება და ეს მითშექმნილი ხალხი სამარცხვინოდ და უკვალოდ ქრებიან. მე მგონია, რომ გახარიას შემთხვევაშიც ასე იქნება.

გამი ეს კაცი გიჟია? ჩემს ნათქვამში არასოდეს ვარაუდები არ არისო... არადა სულ ვარაუდებით ლაპარაკობს! გახარია უკვე გადააყენა.... ზუსტად ვიცოდი, რომ სასამართლოში ხაზარაძე ქაღალდის ნაგლეჯს მიიტანდა!
5 წლის უკან
კ ო მ ბ ლ ე აბა ამ ყლის ჩეფჩიკისგან რას ელოდით?
ესეც კაი პიდარმონია. ფული გადაუხადეთ და ხვალ სულ შარვალჩახდილი ივლის, ისევე როგორც ხაინდრავა და ბევრი ნაბოზვარი.
ღარიბაშვილს გადახდაც არ უნდა , ერთი წკაპ! ხიხომ დაუზაკაზოს და ეგრევე სარვალს იხდის, არადა ვინა სტყნამს როო??????
5 წლის უკან
tngh ეს კაცი ნამდვილად ღირსეული კონკურენტია რრმად პატივცემული "ხუხასი" თავისუფალი თვითმარქვია ექსპერტების ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე. თუმცა სხვა კანდიდატებიც არინ არა ნაკლები შანსებით.
5 წლის უკან
tngh საბედნიეროდ, ნებისმიერი სოფლის ბირჟაზე და ნებისმიერი ბაღისა და პარკის სკამებზე, ბევრად უფრო გონიერი საზოგადოება იკრიბება, ვინემ ეს თვითმარქვია, არაფრის მაქნისი "მეგრანტე" ექსპერტები "ბრძანდებიან"... ამატი "ბრძნული" ნააზრევი, ბევრს სასაცილოდაც არ ჰყოფნის...
5 წლის უკან