ინგრედიენტები
გოგრა
წიწაკების ნარევი
პროვანსული სუნელი
ზღვის მარილი, მსხვილი
ზეითუნის ზეთი - 2-3 ს/კ
მომზადების წესები
გაფცქვენით გოგრა და გაასუფთავეთ თესლისგან.
დაჭერით დაახლოებით 1,5-1,8 სმ კუბიკებად.
დაალაგეთ მჭირდოდ პერგამენტ ან ფოლგადაფენილი ღუმელის ფირფიტაზე.
წაუსვით ფუნჯით ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ წიწაკებისა და პროვანსული ბალახების ნარევი, მარილი.
აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით ნახევარი საათი.