„დაიცავი საქართველოს" ლიდერი კახა მიქაია სოციალურ ქსელში წერს:
ციკლიდან: პოეტების ქვეყანა
,,სადაც ეხლა ზვირთებს სძინავთ,
ქარის ისმის ქშენა,
გარდასული წლების წინათ,
ვქროდით მე და შენა."
გალაქტიონო
,,თამარი კი სასეირნოდ წაიყვანა ქარმა,
რომელიც ქრის
მხოლოდ ერთი მიმართულებით..."
არჩილ თალაკვაძე
,,დღემდე არ მახსოვს ადამიანების აზრზე გადმოსულიყოს"
- ზვიად კვაჭანტირაძე ბიძინა ივანიშვილზე.
ბატონო ზვიად, დღეიდან ადამიანებზე და საერთოდ ადამიანზე თქვენი მონამორჩილის წარმოდგენები რადიკალურად შეიცვალა, რაც მომავალში, შესაძლებელია, პოეტ თალაკვაძის გენიალურ ლექსში მხოლოდ ერთი მიმართულებით მქროლავი ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით ქროლვაში გამოიხატოს!!!
P.S ისე, ბატონო ზვიად, ტვ. პირველის ეთერში თქვენმა საუბარმა ყველა გაგვახარა. მართლაც რა ლაღად და მჩატედ გამოყურებოდით ,,ოცნებისგან" თავისუფალი...
მერწმუნეთ, თქვენს თბილისელ მეზობლებთან ერთად, ჩვენც, თქვენი ზუგდიდელი გულშემატკივრებიც ვზეიმობთ და გვიხარია!!!