მომზადების დრო: 40 წუთი
ულუფა: 6
ინგრედიენტები
ქათმის ფარში - 400 გ
ქამა სოკო - 150 გ
ყვავილოვანი კომბოსტო - მოწალული, 150 გ
კვერცხი - 1 ცალი
ხახვი - 1 თავი
ნიორი - 3 კბილი
კამა
პაპრიკა - 0,5 ჩ/კ
მარილი
შავი პილპილი
მომზადების წესები
დაჭერით ქამა სოკო პატარა კუბიკებად და შეურიეთ ქათმის ფარშს.
დაკეპეთ მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო წვრილად, დაჭერით წმინდად ხახვი და ნიორი, შეურიეთ ქათმის ფარშს. დაუმატეთ წმინდად დაჭრილი კამა, კვერცხი და სანელებლები. ხელით კარგად მოზილეთ.
მიღებული მასისგან გააკეთეთ კატლეტები, ამოავლეთ ფქვილში ან საფანელში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან 8-8 წუთის განმავლობაში.