მომზადების დრო: 40 წუთი
ულუფა: 3
ინგრედიენტები
ყველი (მაგარი სახეობის) - 120 გ
ქათმის ფილე - 3 ცალი
კვერცხი - 1 ცალი
ფქვილი - ამოსავლებად
საფანელი - ამოსავლებად
მარილი და პილპილი - გემოვნებით
ზეთი - შესაწვავად
მომზადების წესები
ჩაჭერით ქათმის ფილე, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოათავსეთ გულში ყველის ნაჭერი. დაამაგრეთ ფილე კბილის ჩხირებით, რათა გამდნარი ყველი არ გადმოვიდეს.
ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, ბოლოს კი საფანელში.
ჯერ შეწვით ზეთში ტაფაზე ორივე მხრიდან, ხოლო შემდეგ გადაიტანეთ ღუმელის ფირფიტაზე, მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და შეწვით 20 წუთის განმავლობაში.