თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი", რომელიც ზუსტად ორი წლის წინ სტარტაპერების მხარდასაჭერად შეიქმნა, უკვე პროგრამის ბენეფიციარ 25 000-მდე დამწყებ ბიზნესს აერთიანებს.
2 წლის განმავლობაში, „სტარტაპერმა" შეძლო პროგრამის გარშემო სხვადასხვა მიმართულების დამწყები ბიზნესების შემოკრება და მათ ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, სტარტაპერების საზოგადოებისთვის გაცნობა.
პროგრამა „სტარტაპერი" დღეს 4 ძირითად კომპონენტს აერთიანებს: სტარტაპსესხი, სტარტაპპროდუქტები, ტრენინგები/მასტერკლასები და მედიამხარდაჭერა.
სტარტაპების ხელშესაწყობად პროგრამამ ამ დრომდე 102.5 მილიონ ლარზე მეტი გასცა და ისეთ სექტორებში შეუწყო ხელი დამწყები ბიზნესების განვითარებას, როგორებიცაა: ვაჭრობა, მომსახურება, ტექნოლოგიები, მშენებლობა, წარმოება, ტურიზმი, აგროსექტორი, მედიცინა, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა.
პროგრამის ფარგლებში, სტარტაპერებს დღეს უკვე რამდენიმე, მათზე მორგებული ფინანსური პროდუქტით შეუძლიათ სარგებლობა: სტარტაპსესხი, სტარტაპ აგროსესხი, სტარტაპსესხი სასტუმროსთვის, ტექნოლოგიური სტარტაპსესხი და 15 000 ლარამდე სტარტაპსესხი უზრუნველყოფისა და თანამონაწილეობის გარეშე. გარდა ამისა, პროგრამამ 2018 წელს დამწყებ ბიზნესებს ინოვაციური პროდუქტი - სტარტაპსესხი შესთავაზა სამთვიანი გამოცდილებისა და უზრუნველყოფის გარეშე. რაც იმას ნიშნავს, რომ სტარტაპერები ბიზნესის წამოსაწყებად საჭირო ფინანსურ რესურსებს უფრო მარტივად მიიღებენ და შეძლებენ, საკუთარი ბიზნესიდეა რეალობად აქციონ.
ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, თიბისი იყო პირველი ბანკი საქართველოში, რომელმაც დამწყებ ბიზნესებს მათ საჭიროებებზე მორგებული არაფინანსური პროდუქტებიც შესთავაზა. ორი წლის განმავლობაში, „სტარტაპერის" მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და მასტერკლასებს 1 100-ზე მეტი დამწყები კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. მედიასა და სოციალურ ქსელში კი სტარტაპერებზე 300-ზე მეტი ბლოგი, ვიდეო და სხვადასხვა ტიპის მასალა მომზადდა.
სტარტაპგანათლების მიმართულებით 2018 წელს პროგრამა „სტარტაპერმა" უნივერსიტეტებში ინოვაციური პროგრამა „სტარტაპკურსი" დანერგა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიეღოთ. ასეთი კურსი „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა" და „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის" სტუდენტებმა უკვე გაიარეს. ამჟამად კი, „სტარტაპერი" GIPA-სთან ერთად ახალ პროექტზე - „ბიზნეს ამქარზე" მუშაობს. პროექტის ფარგლებში, GIPA-ს სტუდენტები, ლექტორების მენტორობით, სტარტაპრებს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას გაუწევენ კრეატივის, ორგანიზაციული და მართველობითი სისტემების გამართვის, მარკეტინგის, ფინანსების, საოპერაციო და სამართლებრივი საქმიანობის მიმართულებით.
სხვადასხვა კომპანიასთან პარტნიორობის შედეგად „სტარტაპერმა" შექმნა სპეციალური პროდუქტები/შეთავაზებები, რომლებიც დამწყები კომპანიის წარმომადგენლებს მათთვის საჭირო რესურსებზე წვდომასა და ამ რესურსებზე მნიშვნელოვან ფასდაკლებას სთავაზობს. 2018 წელს სტარტაპერებისთვის სპეციალური შეთავაზებები შექმნეს კომპანიებმა: BMC, Megamall.ge, Skytel, ლოიალტე, სიგმა, BSH.
პროგრამის ყველა მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „სტარტაპერის" ვებგვერდზე www.startuperi.ge, სადაც ასევე განთავსებულია კატალოგი პროგრამაში მონაწილე სტარტაპების შესახებ.