ფარშირებული

ფარშირებული "ბუბლიკები" – კერძი, რომლისგანაც ნამცეცი არ დაგრჩებათ!

თუკი გადაწყვიტეთ, რომ რაღაც განსხვავებული მოუმზადოთ ოჯახს, ან განსაკუთრებულ სტუმრებს ელით, სცადეთ ამ სწრაფი, მარტივი და უგემრიელესი კერძის მომზადება.

ინგრედიენტები

ბუბლიკები - არომატიზატორების გარეშე, 250 გ

საქონლის ხორცის ფარში - 300 გ

ხახვი - 1 თავი

გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 150 გ

რძე - 2 ს/კ

მარილი და პილპილი

ოხრახუში ან კამა

მომზადების წესები

ოდნავ შეათბეთ რძე და ჩაალბეთ მასში "ბუბლიკები", ისინი უნდა დარბილდეს, მაგრამ ნურც გადააჭარბებთ, არ უნდა დაიშალოს.

წვრილად დაჭერით ხახვი და მწვანილი. შაქონლის ხორცის ფარშეს მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაუმატეთ მწვანილი და ხახვი და კარგად აურიეთ ხელით. გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე.

"ბუბლიკები" დააწყვეთ ცხიმწასმულ ღუმელის ტაფაზე, გულები ამოუვსეთ ფარშით. თითოეულ მათგანს, ფაქტობრივად დააწვეთეთ მაიონეზი.

მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით 260 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.