კარტოფილი ლორის ფირფიტებში: კლასიკური რეცეპტი

კარტოფილი ლორის ფირფიტებში: კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები

ფქვილი - 1 ს/კ

გამდნარი კარაქი - 2 ჭიქა

სოუსისთვის:

ბეკონის ან ლორის ფირფიტები - 16-20 ცალი

საშუალო ზომის კარტოფილი - 8-10 ცალი

ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი - 1/4 ლ

არაჟანი - 100 გ

მარილი და პილპილი

ნახევარი ლიმონის წვენი

მომზადების წესები

კარგად გარეცხეთ კარტოფილი და მოხარშეთ კანიანად. ცოტა გააგრილეთ, გაფცქვენით.

გაახვიეთ თითოეული კარტოფილი 2-2 ცალ ლორის ფირფიტაში, დაალაგეთ ღუმელის გამოსაცხობ ფორმაზე და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთი.

სანამ კარტოფილი ცხვება, მოამზადეთ სოუსი. ამისათვის სქელძირიან ქვაბში, ან ტაფაში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი, შემდეგ ფრთხილად, ისე, რომ არ შეკორკოშელავდეს, ჩაასხით ბულიონი, თან ურიეთ. აადუღეთ.

გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ არაჟანი, მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მოასხით სოუსი კარტოფილს და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 10-15 წუთი.

მზა კერძს მოაყარეთ მწვანილი.