მომზადების დრო: 30 წუთი
ულუფა: 32
ინგრედიენტები
კარაქი/მარგარინი - 200 გ
არაჟანი - 1 ქილა
სოდა+ძმარი - 1 ჩ/კ
კვერცხის ცილა - 2 ცალი
შაქარი - 1.5 ჭიქა
შაქარი - 1.5 ჭიქა
ფქვილი - იმდენი,რომ საშუალო სისქის ცომი მივიღოთ (დაახლოებით 1 კგ)
მომზადების წესები
კარგად დარბილებულ კარაქს დავუმატოთ არაჟანი,სოდა ძმრით, ვთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ ფქვილი იმდენი,რომ საშუალო სისქის ცომი მივიღოთ და გაბრტყელება შეიძლებოდეს, მიღებული მასა გავყოთ 4 ტოლ ნაწილად, თითოეულ ნაწილს მივცეთ მრგვალი ფორმა.
მიღებული წრე დიამეტრიულად გავყოთ 8 ტოლ სამკუთხედად, თითოეულს თხელ ფენად წავუსვათ გულსართი (2 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე+1.5 ნიგოზი და 1,5ჭიქა შაქარი) და გადავახვიოთ განიერი ნაწილიდან წვერისკენ.
გამოცხობის დროს ცხიმი არ უნდა. ცივ ტაფას ფქვილი მოვაყაროთ, როცა გამოცხვება მოვაყაროთ შაქრის პუდრი.