დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, საერთაშორისო დიდოსტატს ჭადრაკში ლაშა ჯანჯღავას შეხვდა.
შეხვედრის მიზანი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში უფასოდ ჭადრაკის გაკვეთილების ჩატარებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაცის გაცნობა იყო.
თითქმის სამი წელია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში უფასოდ ჭადრაკის სწავლების პროექტია დანერგილი, რომლის ანალოგი საქართველოს სხვა რეგიონებში არ არის.
აღნიშნული პროექტის საშუალებით ახლახანს სოფელ ერგეს საჯარო სკოლის მოსწავლე კონსტანტინე ლორთქიფანიძემ თავის ასაკობრივ კატეგორიაში აჭარის პირველობა დაიმსახურა.
აქვე გაცნობებთ, რომ საბავშვო ბაღებში ჭადრაკის სწავლებას ბაღის თანამშრომლები მოხალისეობრივად ახორციელებენ. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისია ინიციატივით მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს, რათა ჭადრაკის წრის პედაგოგებისათვის ანაზღაურების წესი დაინერგოს.