ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ აჭარისაღმართში მცხოვრები ფერმერის, კახა კოპლაძის სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისათვის ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განახორციელა. მერიის ორგანიზებითა და საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელვაჩურის განყოფილების ხელშეწყობით, სოფელ აჭარისაღმართის ცენტრალური გზიდან კახა კოპლაძის მფლობელობაში არსებულ შინაური ფრინველის ფერმამდე, დაახლოებით 100 მეტრი სიგრძის გზის გაყვანის სამუშაოები ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ სოფელ აჭარისაღმართში ფერმერმა საქმიანობა 2015 წელს დაიწყო და უკვე 2018 წელს 6000 ფრთა ქათმის რეალიზება მოახერხა. ფერმამდე გზა მიუვალი იყო რაც აფერხებდა მისი საქმიანობის განვითარებას. ფერმერმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს და აღნიშნა, რომ ახალი გზის გაყვანა დიდად შეუწყობს ხელს მისი ბიზნესის გაფართოებას.