ხახვში ჩაშუშული ქათამი ქინძით

ხახვში ჩაშუშული ქათამი ქინძით

მომზადების დრო: 60 წუთი

ულუფა: 6

ინგრედიენტები

ქინძი - 2 კონა

მარილი

შავი პილპილი - 1 ჩ.კ

ხმელი რეჰანი - 1 ს.კ

ხმელი ქინძი, დაფქული - 2 ს.კ

ხახვი - 1/2 კგ

ქათამი - 1.6 კგ

ნიორი - 4 კბილი

წყალი - 150 მლ

მომზადების წესები

ქათამი გარეცხეთ, შეაშრეთ, დაჭერით ნაჭრებად. დააყარეთ მარილი, ყველანაირო სუნელი, ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი და კარგად აურიეთ.

გადაიტანეთ ქვაბში ან ღრმა ტაფაში, დაასხით წყალი და თავზე დააფარეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე და ამზადეთ დაახლოებით 50-60 წუთი, სანამ ქათამი არ ჩარბილდება.

მომზადებამდე 15 წუთით ადრე, დაამატეთ დაჭრილი ქინძი და ნიორი.