ინგრედიენტები
კვერცხი - 4 ცალი
შედედებული რძე - 1 ქილა
ფქვილი - 1 ჭიქა (240 გ)
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
დარიჩინი - გემოვნებით
ვაშლი - საშუალო ზომის, 5 ცალი
ლიმონის ცედრა - 1/2 ჩ/კ
ქიშმიში - 2 ს/კ
მოხალული ნიგოზი - 3 ს/კ
მომზადების წესები
მიქსერით ათქვიფეთ კვერცხი, შედედებული რძე და გაცრილი, გამაფხვიერებელ შერეული ფქვილი.
ვაშლი გაფცქვენით და ამოაჭერით გულები. დაჭერით წრეებად. ჩაალაგეთ პერგამენტდაფენილ გამოსაცხობ ფორმაში. მოაყარეთ დაფქული ნიგოზი, დამდუღრული და გაწურული ქიშმიში, ლიმონის ცედრა და დარიჩინი.
ჩაასხით ცომი, მოასწორეთ ზედაპირი.
შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღმელში და აცხვეთ 30-40 წუთი.
შემდეგ გააცივეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.
მიირთვით პლომბირის ნაყინთან ან ათქვეფილ ნაღებთნ ერთად.