ბერძნული რულეტი ქათმის ფილეთი და ყველით

ბერძნული რულეტი ქათმის ფილეთი და ყველით

ინგრედიენტები

ქათმის ფილე - 3 ნაჭერი

ყველი ფეტა - 100 გ

შავი პილპილი - გემოვნებით

პომიდორი - 1 ცალი

ბეკონი - 12 ნაჭერი

ნიორი - 3 კბილი

სასურველი სანელებელი - გემოვნებით

მომზადების წესები

გაასუფთავეთ ქათმის ფილე კარგად.

დაუმატეთ ფილეს მარილი, წიწაკა,გატარებული ნიორი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში.

გააცხელეთ  ღუმელი 200 გრადუსზე

დაჭერით ყველი გრძლად, ჩხირებივით. ასევე, დაჭერით პომიდორი პატარა ნაჭრებად.

მოათავსეთ ყველი და პომიდორი  ფილეს შიგნით და გარედან შემოახვიეთ ბეკონის რამდენიმე ნაჭერი.

შეწვით 20-30 წუთი და გემრიელად მიირთვით თქვენს საყვარელ სოუსთან ერთად!