ინგრედიენტები
ფქვილი - 2 კგ
თბილი წყალი - 700 მლ
საფუარი - 20 გ
მარილი - 30-40 გ
მომზადების წესები
დიდ თასში ჩაყარეთ 2 კგ ფქვილი. ფქვილში ხელიტ გააკეთეთ ღრმული და შიგ ჩაასხით 1 ლ თბილი წყალი.დაუამტეთ საფუარი და მარილი. ნაპირებიდან ფქვილი ნელ-ნელა შეურეთ წყალს და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.
ცომს თავზე გადააფარეთ ჯერ ცელოფანი, შემდეგ-თბილი ნაჭერი და ასაფუებლად დადგით თბილ ადგილას. სანამ ცომი აფუვდება, თონეში ჩაყარეთ შეშა, წალამი ან ფიჩხი. მოუკიდეთ ცეცხლი და გაახურეთ თონე.
ამოფუებული ცომი ჩაზილეთ ფქვილიანი ხელებით და დადგით კიდევ 10-15 წთ. გამოცხობის წინ ამოიღეთ სასურველი ზომის გუნდები(300-500), გააბრტეყელთ თითოეული გუნდა, მიეცით მოგრძო ფორმა და ჩააკარით გახურებულ თონეში. პური რომ შეწითლდება,ამოიღეთ თონიდან სპეციალური შამფურით.