ღვეზელები მოშუშული ფარშის შიგთავსით

ღვეზელები მოშუშული ფარშის შიგთავსით

მომზადების დრო: 50 წუთი

ულუფა: 8

ინგრედიენტები

ცომი:

ფქვილი - 600 გ

შაქარი - 1 ჩ/კ

მარილი - 1 ჩ/კ

საფუარი - 2 ჩ/კ

ზეთი - 1 ჩ/კ

წყალი - 300 გ

გულსართი:

ფარში - 500 გ

ხახვი - 2 ცალი

მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

ფქვილს დაამატეთ შაქარი, მარილი, საფუარი,  ზეთი , წყალი და კარგად მოზილეთ. დადგით ასაფუებლად.

ხახვი მოშუშეთ, აურიეთ ფარშში ,კარგად მოშუშეთ ხორცი. დაამატეთ მარილი და პილპილი.

გააბრტყელეთ ცომი, ამოჭერით სასურველ ზომაზე (ჭიქით) , გააბრტყლეთ , ჩაუდეთ გულსართი. შეგიძლიათ გაზქურაშიც გამოაცხოთ (გადაუსვით ადღვებილი კვერცხი), შეგიძლიათ ცხიმში შეწვათ.