ქათმის არომატული კატლეტები შავი ქლიავის ჩირით

ქათმის არომატული კატლეტები შავი ქლიავის ჩირით

მომზადების დრო: 30 წუთი

ულუფა: 6

ხორცის ნაზ გემოს ელეგანტურად ერწყმის შავი ქლიავის არომატი! ასეთი ორიგინალური კატლეტები სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს.

ინგრედიენტები

ქათმის ფილე - 300 გ

შავი ქლიავის ჩირი, უკურკო - 6 ცალი

ნაღები - 100 მლ

ზეთი - 60 მლ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

ქათმის ფილე გარეცხეთ და დააბლენდერეთ ნაღებთან ერთად, შეგიძლიათ გაატაროთ და შემდეგ დაუმატოთ ნაღები.

დაუმატეთ ფარშს მარილი და პილპილი გემოვნებით.

შავი ქლიავის ჩირი დაალბეთ წინასწარ 15-20 წუთი წყალში, შემდეგ გადაწურეთ.

გააკეთეთ ფარშისგან კატლეტები, გულში კი მოათავსეთ შავი ქლიავის ჩირი.

შეწვით ორივე მხრიდან საშუალო ცეცხზლე.

სუფრასთან მიიტანეთ კარტოფილის, ბარდის პიურესთან, ან ბოსტნეულის მსუბუქთან ერთად.