ამ ნოყიერ კერძს არ ჭირდება დამატებით გარნირი. წვნიანი ხორცის ტეფტელებს ხომ გულში მოხარშული კვერცხი აქვს მათ სტაფილოსა და ტომატში ვთუშავთ.
ინგრედიენტები
საქონლის ხორცის ფარში - 600 გ
ოხრახუში - პატარა კონა
ნიორი - 4 კბილი
კვერცხი მოხარშული - 6
კვერცხი - უმი, 1 ცალი
საფანელი - 30 გ
ლიმონი - 1 ცალი
ხახვი - 2 თავი
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
სტაფილო - 500 გ
ტომატპასტა - 1 ჩ/კ
პომიდორი - 4 ცალი, საშუალო ზომის
კაპერსები - 1 მუჭა
პაპრიკა - 1/2 ჩ/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
ფარშში აურიეთ საფანელი და 1 ცალი უმი კვერცხი, დაუმატეთ წვრილად გახეხილი ლიმონის ცედრა და დაწრილი ოხრახუში, ასევე გაფცქვნილი და დაჭყლეტილი ნიორი.
შეაზავეთ ფარში მარილითა და პილპილით და კარგად აურიეთ.
მოხარშული კვერცხი გაფცქვენით, მოათავსეთ ფარშში და გააკეთეთ ტეფტელები.
ხახვი გაფცქვენით და დაჭერით წვრილად. სტაფილო გაფცქვენით, დაჭერით წრეებად. პომიდორს გადაავლეთ მდუღარე წყალი, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად.
მოხრაკეთ ხახვი ზეითუნის ზეთში, დაუმატეთ სტაფილო და პომიდორი. ტომატპასტა გახსენით ცოტაოდენ წყალში და დაუმატეთ მოთუშულ ბოსტნეულს კაპერსებთან ერთად.
შეანელეთ სოუსი მარილითა და პილპილით, დაუმატეთ მომზადებული ტეფტელები და თუშეთ თავდახურულ ჭურჭელში, დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 1 საათი. პერიოდულად ამოურიეთ. თუ მოითხოვა, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი.