საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია იანვარში მეორე ბუნდესლიგის კლუბ "მაგდებურგის" მეკარე გახდა.
კრიზისში მყოფმა გუნდმა, რომელმაც პირველ წრეში მხოლოდ 1 მატჩი მოიგო, ლორიასთან ერთად ჩატარებულ 4 შეხვედრიდან 3-ში გამარჯვება მოიპოვა, 1 კი ფრედ დაასრულა. ქართველმა მეკარემ კი ამ თამაშებში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.
გერმანულმა გამოცემამ, torwart.de-მ გიორგი ლორიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ.
გიორგი, თქვენ ზაფხულის შემდეგ უგუნდოდ იყავით. როგორ გაატარეთ ეს თვეები?
- საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში ვთამაშობდი და ფორმის შესანარჩუნებლად მშობლიურ "დინამოში" ვვარჯიშობდი. ამითვის მინდა მათ მადლობა გადავუხადო.
"მაგდებურგის" მოთამაშე სულ ახლახან გახდით. როგორ შედგა თქვენ შორის კომუნიკაცია და რატომ მოხვედით აქ?
- კლუბთან ალექსანდრე იაშვილმა დამაკავშირა, რომელმაც მითხრა, რომ მეორე ბუნდესლიგის კლუბ "მაგდებურგში" გადასვლის ვარიანტი არსებობდა. აქამდე მეორე ბუნდესლიგაში არასდროს მითამაშია. ეს მაღალი დონის ტურნირია და ჩემს ქვეყანაშიც ბევრი ფიქრობს, რომ პირველი და მეორე ბუნდესლიგა დონით ერთმანეთთან ახლოსაა. სხვა ჩემპიონატებს რომ შევადარო, ალბათ, მხოლოდ ინგლისის ჩემპიონშიფს (რანგით მეორე დივიზიონი) ჩამორჩება. ჩემი აზრით, აქ კარგი მოედნები და ინფრასტრუქტურაა. სწორედ ამიტომ მოვედი "მაგდებურგში".
გახსოვთ საქართველოს ნაკრებში დებიუტი?
- რა თქმა უნდა, მახსოვს, ეს ამხანაგური მატჩი იყო ტალინში ესტონეთის წინააღმდეგ, რომელიც 1:1 ვითამაშეთ. ძალიან ვნერვიულობდი. 21 წლის ვიყავი, თან "დინამოში" მეორე მეკარედ ვითვლებოდი.
კიდევ რომელი მატჩები გახსოვთ, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ჩაატარეთ?
- თითქმის ყველა შეხვედრა მახსოვს, რადგან ეროვნულ ნაკრებში თამაში, განსაკუთრებით ქართველებისთვის, დიდი პატივია. გამოვარჩევდი ესპანეთთან და საფრანგეთთან მატჩებს.
სად ხედავთ საქართველოს ნაკრებს გრძელვადიან პერსპექტივაში?
- ჩვენი მიზანი მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე თამაშია. ერთა ლიგა მოვიგეთ და ახლა საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება. ფინალურ ეტაპზე არასდროს გვიასპარეზია. თუ ეს მოვახერხეთ, საუკეთესო საჩუქარი იქნება ქართველი გულშემატკივრისთვის.
თქვენმა გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა ერთა ლიგაზე. რამდენად დაგეხმარათ ეს წარმატება?
- არ ვიცი, ეს რამდენად დამეხმარა, მე კი გუნდს წარმატებაში დავეხმარე. ჩვენ მოვიგეთ ერთა ლიგა და უამრავი ქომაგი გავახარეთ. მაგალითად, ანდორასთან მატჩში ტრიბუნები გაივსო და 50 000 გულშემატკივარი მოვიდა ჩვენ საგულშემატკივროდ. ამას არავინ ელოდა. ეს ნიშნავს, რომ ფანები ჩვენი წარმატებით ძალიან გახარებულნი არიან.
სად ხედავთ ქართველ მეკარეებს მომავალში? როგორ ვითარდებიან ისინი საქართველოში და რას უსურვებდით მათ?
- ბევრი ქართველი მეკარე არ თამაშობს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ერთი (გიორგი მაკარიძე) პორტუგალიაშია, მეორე (ლაზარე კუპატაძე) - ლუქსემბურგის ჩემპიონატში. ყოველწლიურად საქართველოში მეკარედ ჩამოყალიბება უფრო და უფრო რთული ხდება. ამიტომ აუცილებელია, გამოცდილება მიიღო. ზოგადადაც, ყოველწლიურად იცვლება მეკარის როლი. როდესაც კარიერას დავასრულებ, მსურს მეკარეების მწვრთნელი გავხდე. ეს ჩემი ოცნებაა.