ინგრედიენტები
კვერცხი - 2
შაქარი - 1.5 ჭიქა (ჭიქა=240მლ)
ფქვილი - 2 ჭიქა
მდუღარე წყალი - 1 ჭიქა
რძე - 1 ჭიქა
კაკაო - 6 ს.კ
სოდა - 2 ს.კ
ზეთი - 1/2 ჭიქა
ვანილი
მომზადების წესები
შაქარი და კვერცხი მიქსერით კარგად ავთქვიფოთ. შევურიოთ რძე და ზეთი, კიდევ ავთქვიფოთ. დავამატოთ გაცრილი ფქვილი, კაკაო და სოდა. მიღებულ ცომს შევათქვიფოთ მდუღარე წყალი.
საშუალო ზომის ფორმას წავუსვათ ცხიმი და გადავიტანოთ ცომი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 35-45 წუთი.
მოვრთოთ სურვილისამებრ, გამოვიყენოთ ტორტებში ან უბრალოდ პუდრა მოვაყაროთ და ჩაისთან მივირთვათ.