მარწყვი, ალუბალი, მოცხარი, ჟოლო, ქაცვი... – ყველაფრის მურაბის გაკეთება სურს ნამდვილ დიასახლისს. ეს მშვენიერია, მაგრამ დრო თუ არ გაქვთ - ცოტა რთული...
გთავაზობთ კენკრის მურაბის მოხარშვის 5-წუთიან მეთოდს, რომელიც ხილს ყველა ვიტამინს შეუნარჩუნებს და ცოცხლად და გემრიელად შეინახავთ მათ.
ინგრედიენტები
სასურველი კენკრა - 1 კგ
შაქარი - 1 კგ
ლიმონის წვენი - 4 ს/კ
მომზადების წესები
გარეცხეთ მწიფე კენკრა, თუ ალუბალს აკეთებთ, გამოკურკეთ. დააყარეთ შაქარი და გააჩერეთ მთელი ღმე მაცივარში.
დილით დადგით ცეცხლგამძლე ჯამით შაქარმოყრილი კენკრა ცეცხლზე და ისე, რომ შეუჩერებლად ურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღების შემდეგ დაუმატეთ ლიმონის წვენი (ალუბალს ნუ დაუმატებთ) და ხარშეთ კიდევ 5 წუთი.
ჩაასხით ცხელ-ცხელი მურაბა გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ.
დახუფული ქილები ამოაბრუნეთ თავით ქვემოთ და შეფუთეთ რამდენიმე საათით ადიელაში.
შეინახეთ გრილ ადგილას ან მაცივარში.