მომზადების დრო: 240 წუთი
ულუფა: 16
ამ შესანიშნავი დესერტის ისტორია დაკავშირებულია პოლონელ გრაფინია მარია ვალევსკასთან. ამბობენ, რომ იგი ნაპოლეონის საყვარელი ქალი და მისი შვილის დედა გახლდათ. პოლონელები მათ შესახებ რომანტიკულ ისტორიებს ყვებიან.
ინგრედიენტები
კრემი
სახამებელი - 2 ს.კ
შაქარი - 1.5 ჭიქა
კვერცხის ცილა - 6
ბეზე
მოცხარის ჯემი - 1 პატარა ქილა
ნიგოზი - 100 გ (ან ნუში)
კარაქი - 200 გ
კვერცხის გული - 4
ვანილი
სოდა - 2/3 ჩ.კ
შაქრის პუდრი - 1/2 ჭიქა
ფქვილი - 2 ჭიქა
ცომი
რძე - 3 ჭიქა
სახამებელი - 2 ს.კ
ფქვილი - 2 ს,კ
შაქარი - 1 ჭიქა
კვერცხის გული - 2
ვანილი
დარბილებული კარაქი - 200 გ
მომზადების წესები
თასში გაცერით ფქვილი და სოდა. კარაქი ათქვიფეთ შაქართან, კვერცხის გულებთან და ლიმონის ცედრასთან ერთად. შემდეგ შეურიეთ ვანილი და ფქვილი. მიღებული ცომი გააჩერეთ მაცივარში 30 წუთი.
ნახევარი რძე შეურიეთ კვერცხის გულებს, დაამატეთ ფქვილი და სახამებელი. დარჩენილ რძეს დაამატეთ შაქარი და ვანილი, გააცხელეთ და შეურიეთ კვერცხის გულიან რძეს. დადგით დაბალ ცეცხლზე და გამუდმებული მორევით მოხარშეთ კრემი. შესქელების შემდეგ გადმოიღეთ სხვა ჭურჭელში, თავზე დააფარეთ და გააციეთ ბოლომდე. შემდეგ ათქვიფეთ კარაქი და ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ მოხარშული კრემი.
ბეზეს მოსამზადებლად საჭიროა კარგად გაციებული ცილა ათქვიფოთ მწიკვ მარილთან და რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენთან ერთად. თანდათან ამატეთ შაქარი და სახამებელი სანამ არ მიიღებთ მკვრივ ბეზეს, რომელიც გადმობრუნებული ჯამიდან არ ვარდება.
დიდი ზომის ღუმელის საცხობ ტაფას დააფინეთ ქაღალდი და მთელ ზედაპირზე მოათავსეთ გაბრტყელებული ცომი. ცომს წაუსვით მოცხარის ჯემი, ზემოდან კი ბეზეს ფენა. მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი ან ნუშის ფირფიტები.
შედგით 100 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით, კარი კი ოდნავ ღია დაუტოვეთ. შემდეგ კარი დახურეთ და ტემპერატურას 160 გრადუსამდე აუწიეთ. ამგვარად გამოაცხეთ დაახლოებით 35-40 წუთი, სანამ ცომი გამოცხვება.
გაცივების შემდეგ ტორტი ორად გაჭერით. ერთი ნაწილი დაფარეტ კრემით და დაადეთ ზემოდან მეორე ნაწილი. მზა ტორტი გააჩერეთ მაცივარში მინიმუმ 3 საათი.