ინგრედიენტები
ზეთი - 5 ს.კ
მარილი და პილპილი
მდუღარე წყალი - 1 ჭიქა
ნიორი - 2-4 კბილი
ნიგოზი - 30 გ
გარგრის ჩირი - 60 გ
ქინძი - 2 კონა
ოხრახუში - 1 კონა
რეჰანი, ტარხუნა, კამა - 1/2-1/2 კონა
მომზადების წესები
გარგრის ჩირს დავასხათ მდუღარე და დავტოვოთ დასარბილებლად.
ბლენდერში დავაქუცმაცოთ ნიორი და ნიგოზი. დავამატოთ გადაწურული ჩირი, ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და მწვანილები.
მიღებულ ერთგვაროვან მასას დავამატოთ ზეთი და წყალი. კვლავ დავაბლენდეროთ. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი სქელი მასა. უხდება ლობიოს, ქათმის ხორცს, თევზს, შემწვარ ბოსტნეულს, ხორცს და ა.შ.